თეგებით ძიება

"უკრაინა გახდა უძლიერესი ევროპული სახელმწიფო, რომელმაც პუტინი დაამარცხა" - ხატია დეკანოიძე

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე რუსეთთან უკრაინის გამარჯვებაზე წერს და ამ ვითარებაში საქართველოს ადგილზე მსჯელობს.

"უკრაინა- პოლონეთი-დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების ქოლგაში უნდა შევსულიყავით. უკრაინასთან ერთად ჩვენი უსაფრთხიების გარანტიებიც უნდა დამდგარიყო;

- საქართველოს ხელისუფლების წარმომადგნელებს სიტყვა არ უთქვამთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე, პირიქით უკრაინას დაშორდნენ მაქსიმალურად. მთელი კამპანია დაიწყეს ზელენსკის წინააღმდეგ;

- უკრაინა გახდა უძლიერესი ევროპული სახელმწიფო, რომელმაც პუტინი დაამარცხა. ეკონომიკის აღორძინებას ახალი მარშალის გეგმით მალე მოახერხებს;
- პუტინი დასუსტდა და ამ სანქციების ფონზე რუსეთი ეკონომიკურად ვერ გადარჩება.

- საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა და გამარჯვებულ უკრაინასთან ერთად არ აღმოჩნდა", - წერს დეკანოიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა