თეგებით ძიება

"თხოვნით მოგმართავთ!..." - რას წერს მაია დარსმელიძე

მუსიკოსი, მაია დარსმელიძე სოციალურ ქსელში მეგობრებს მიმართავს და მასთან მყოფი უკრაინელებისთვის დახმარების გაწევის თხოვნით მიმართავს:

"მეგობრებო, თხოვნით მოგმართავთ!
მყავს ლტოლვილები უკრაინიდან. ახალგაზრდა გოგო, ორი შვილით (10 და 11 წლის გოგონები არიან). ჩამოვიდნენ მხოლოდ ერთი პატარა ჩემოდნით! ისე გამოიქცნენ, რომ მხოლოდ ამ ერთი ჩემოდნის წამოღება მოახერხეს… სჭირდებათ თბილი ტანსაცმელი. გთხოვთ, ვისაც შეგიძლიათ ტანსაცმლით დამეხმაროთ. და გთხოვთ, ნაცვამი არა, თითო რამე არაძვირი, მაგრამ ახალი იყოს.

ასევე, მინდა იცოდეთ, რომ ეს გოგო ხარკოვის თეატრის სცენოგრაფი და კოსტუმების მხატვარია. ასევე ძერწავს და შეუძლია სკულპტურის ძერწვის სწავლება და იქნებ შევძლოთ ამ გოგოს დასაქმება.

ბავშვებისთვის რაიმე გასართობიც თუ იცით (მაგალითად ხატვის, ან ცეკვის წრე)…
მოკლედ, მომწერეთ აქ, ან ინბოქსში. ძალიან მინდა ყველამ ცოტ-ცოტა რაღაცით დავეხმაროთ.
მადლობა ", - წერს დარსმელიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა