თეგებით ძიება

"შეყვარებულმა გამიტეხა Facebook-ი და დაიწყო შანტაჟი, მაიძულებდა სექსს..."

ბავშვებზე სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლის მიზნით შექმნილ ფეისბუქ გვერდზე "დამიცავი, პატარა ვარ" მორიგი ისტორია ვრცელდება:

"მე ვერ შევძელი, თავი ამერიდებინა ამ ყველაფრისთვის, მაგრამ აუცილებლად დაიცავით თავი ყველანაირად...
მოკლედ 16 წლის ვიყავი და გავიცანი ბიჭი, შემდეგ გავხდით შეყვარებულები. რამდენიმე თვე თითქოს ნორმალურად მიდიოდა ყველაფერი, მაგრამ ცოტახანში გამიტეხა Facebook-ი, წაიკითხა და დასქრინა ისეთი პირადული რაღაცები, რის გახმაურებასაც მერჩივნა, ყველაფერი მექნა. მანაც ისარგებლა ამით და დაიწყო შანტაჟი და ჩემი ცხოვრების გამწარება, მაიძულებდა სექსს...

ხალხო, დღემდე მეზიზღება ჩემი თავი, ეს ყველაფერი გრძელდებოდა 1 წელი არ ვიცი, ვერ აღგიწერთ, რა საშინელება იყო, ვერავის ვუყვებოდი, ჩავიკეტე ჩემს თავში და მეგობრებიც კი დავკარგე, სიცოცხლე აღარ მინდოდა, ვცადე თავის მოკვლა, მაგრამ ბოლომდე ვერ შევძელი, ვიზიანებდი თავს დღემდე მაქვს შრამები
მეშინოდა ოჯახში მოყოლა, ეს 1 წელი ბუნდოვნად მახსოვს თითქოს სხვა ადამიანი გავხდი.

ამის შემდეგ გავხდი უგრძნობი, უემოციო ადამიანი, რონელსაც არანაირი ემოცია აღარ გააჩნია. 2 წელში გავთხოვდი სიყვარულით, მაგრამ დღემდე მაქვს შიში სექსის დროს, ვერ განვიცდი ვერანაირ სიამოვნებას, ეს 1 წელი გამყვება მთელი ჩემი ცხოვრება.

არასდროს გაჩუმდეთ ჩემსავით. ახლა მყავს პატარა ბიჭი და აუცილებლად ვასწავლი, რომ ასე არავის, არასდროს მოექცეს. მე მხოლოდ ფიზიკურად ვარ ცოცხალი, სულიერად განადგურებული და მკვდარი ვარ, აღარაფერია ჩემს ცხოვრებაში კარგი დარჩენილი იმ არაადამიანის გამო, მას შერჩა ეს და გთხოვთ არავის, არასდროს მისცეთ უფლება და არავის შეარჩინოთ მსგავსი რამ".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა