თეგებით ძიება

"უკრაინამ რუსეთს ომი მოუგო!" - გიორგი კეპულაძე

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელის, გიორგი კეპულაძის შფასებით, უკრაინამ გაიმარჯვა.

"უკრაინამ რუსეთს ომი მოუგო!
ამის ოფიციალურად გაფორმება მხოლოდ დროის საკითხია. ყველა იმ ისტორიული კომპლექსის გათვალისწინებით, რაც მხოლოდ ქართველებს კი არა მთელ მსოფლიოს აქვს, მესმის, რომ ძალიან გვიჭირს ამის დაჯერება, მაგრამ ფაქტს ვერსად გავექცევით", - წერს კეპულაძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს, სტამბოლში უკრაინასა და რუსეთს შორის გამართული სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა, კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებით შეამციროს საომარი მოქმედებები.

უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვლიდან მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით რუსული ჯარი თავს დაესხა უკრაინას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა