თეგებით ძიება

"პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩემი გათავისუფლება მოითხოვა, მაგრამ ოლიგარქი პუტინისგან იღებს მითითებას" - მიხეილ სააკშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჩემი გათავისუფლება მოითხოვა. ძალიან ბევრი საერთაშორისო დიდი მოთამაშე იგივეს ეუბნება საქართველოს ოლიგარქიულ ხელისუფლებას. მაგრამ ოლიგარქი იღებს მითითებას მხოლოდ ერთი მხრიდან - ეს არის პუტინი. ოღონდ პუტინს ახლა თავისი გასჭირვებია და არამგონია ბორენკასთვის რამენაირად მოიცალოს", - წერს სააკაშვილი.

სააკაშვილი თბილისში გასული წლის ოქტომბერში დააკავეს. მას საზღვრის უკანონო კვეთა ედება ბრალად.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა