ძლიერმა ქარმა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში მრავალწლოვანი ხეები მოგლიჯა
ძლიერმა ქარმა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში მრავალწლოვანი ხეები მოგლიჯა. "მთავარი არხის" ინფორმაციით, მოგლეჯილია 12 ხე, რომლებმაც გვერდზე მდგარი ხეებიც დააზიანა. ამ დროისთვის, ჯამში, 29 ხეა დაზიანებული.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, მომხდარს ხელი შეუწყო ბოტანიკურ ბაღში არასწორმა სადრენაჟო და წყლის გაყვანილობის სისტემებმა, რის გამოც ბაღში მუდმივად ჭაობია და ნიადაგი წვიმიდან წვიმამდე გაშრობას ვერ ასწრებს.
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ქალაქის მერიის ზედამხედველობისა და დაცვის პოლიციის თანამშორომლებმა დაკეტეს.
"მთავარი არხი"