თეგებით ძიება
31. 03. 2022 მსოფლიო

პუტინი ზელენსკისთან შეხვედრაზე უარს აცხადებს - იტალიის პრემიერი

იტალიის პრემიერი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა. როგორც მარიო დრაგი ამბობს, მთავარი თემა ზელენსკისთან შეხვედრა იყო.

მისი თქმით, პუტინმა განაცხადა, რომ არც შეხვედრის და არც ცეცხლის შეწყვეტის პირობები ჯერ მომწიფებული არ არის.

"პრეზიდენტ პუტინთან სატელეფონო საუბარი მქონდა. მას ვუთხარი, რომ მშვიდობაზე მინდოდა საუბარი, და რომ სამშვიდობო პირობებზე შესათანხმებლად მასსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის შეხვედრა უნდა შედგეს, თუმცა მისი თქმით, შეხვედრისა და ცეცხლის შეწყვეტის პირობები ჯერ მომწიფებული არ არის", - აღნიშნა მან.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა