თეგებით ძიება

"ვის ვუჭერთ მხარს ამ ომში ? თორნიკე რიჟვაძეობა უხერხულია" - ვახო სანაია გოგა ჩანადირს

ჟირნალისტი, ვახო სანაია ფოტოხელოვან გოგა ჩანადირის მიერ უკრაინის პრეზიდენტის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"გოგა ჩანადირმა დაწერა სტატუსი, სადაც ზელენსკის აკრიტიკებს ელჩის გაწვევის გამო. ჯერ ერთი, მკაფიოდ ითქვა, რატომ გაიწვია ელჩი. საუკეთესო შემთხვევაში, სტატუსის ავტორს წარმოდგენა არა აქვს, რა განაცხადა ზელენსკიმ, რატომ გაიწვია ელჩი. მაგრამ ერთი წუთით დავანებოთ ამას თავი და ყურადღება გავამახვილოთ, რა წერია ამ ამონარიდში. არ მივაქცევდი ყურადღებას, რომ ეს სტატუსი ზუსტად არ იმეორებდეს ,,ქართული ოცნების" პროპაგანდას.

,,არც მისი მეზობელი მოლდოვა შეუერთდა სანქციებს, არც ჩინეთი, არც ბრაზილია, არგენტინა, ყაზახეთი, სომხეთი და კიდევ უამრავი ქვეყანა და მაშ სად არის ლოგიკა ?"

მოლდოვა - ნეიტრალური სახელმწიფოა .

ჩინეთი - უზარმაზარი ქვეყანაა, რომელმაც უკრაინას საჯაროდ დაუჭირა მხარი, რეალურად კი რატომ უნდა გამოიწვიოს ელჩი ჩინეთიდან ამ ეტაპზე, როცა ამ სახელმწიფომ შეიძლება, გადამწყვეტი როლი შეასრულოს. პეკინი ელოდება მოვლენების განვითარებას. ეს არის ქვეყანა, რომელსაც ზელენსკი უსაფრთხოების გარანტორად მოიაზრებს.

ბრაზილია - ასევე უზარმაზარი სახელმწიფოა და სამხრეთ ამერიკაში მდებარეობს.
არგენტინა - იგივე ვითარებაა, რაც ბრაზილიის შემთხვევაში.

ყაზახეთი - იქ რუსეთმა სისხლისღვრა მოაწყო უკრაინაში ომამდე, ჩამიცილა ნაზარბაევი, რომ სრული კონტროლი დამეყარებინა. ახლა ყაზახეთი სრულად ექვემდებარება რუსეთის დიქტატს.

სომხეთი - სრულად რუსეთის კონტროლს ექვემდებარება. რუსული ბაზები უდგას ერევნისავე თანხმობით. მოსკოვის სატელიტი და მოკავშირეა. ამ კონკრეტულ მომენტში ოდეკებეს თავმჯდომარე ქვეყანაა. რა აზრი აქვს იქიდან ელჩის გაწვევას.
თუ დასჭირდება სამხრეთ ამერიკიდან და აფრიკიდანაც გამოიწვევს. ჯერ აძლევს დროს.

ბოლოს და ბოლოს, გადაწყვიტეთ, უკრაინის მოკავშირე ვართ თუ არა ? ვის ვუჭერთ მხარს ამ ომში ? თორნიკე რიჟვაძეობა უხერხულია", - წერს სანაია ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა