თეგებით ძიება

"მკერდზე დაადო ხელები და უჩქმიტა" - სკოლის დაცვის თანამშრომელს ბავშვის სექსუალურად შევიწროების ბრალდებით უჩივლეს

ბავშვებზე სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლის მიზნით შექმნილ ფეისბუქ გვერდზე "დამიცავი, პატარა ვარ" მორიგი ისტორია ვრცელდება:

"ჩემს შვილს გადახდა რამდენიმე თვის წინ, რომელიც 11 წლის არის. კერძოდ, სწავლობს
კერძო სკოლაში და დაცვის თანამშრომელი ეხუტებოდა და მკერდზე ადებდა ხელებს. ამას ისე აკეთებდა, რომ მას არ შეენიშნა. როცა ბავშვმა გააცნობიერა, მეოთხე შემთხვევა იყო. რამდენიმეჯერ ხმა არ ამოიღო და მეც, დედას, დამიმალა. ბოლოს ვეღარ მოითმინა, რადგან ერთ დღესაც ჩაეხუტა ზურგიდან, მკერდზე დაადო ხელები და მერე უჩქმიტა. ამ დროს, რადგან მოქმედებამ განვითარება ჰპოვა, ვეღარ მოითმინა და მითხრა. შეეშინდა. მე ვერ მოვითმინე და ვუჩივლე. ერთი იმიტომ, რომ ჩემმა შვილმაც იცოდეს, რა არის სექსუალური შევიწროება და ავუხსენი, რომ მან ბევრი გოგო დაიცვა ახლა თავისი სითამამით.

საკმაოდ რთულ პროცესებს გავდივართ: დაკითხვები, სასამართლო. ის პიროვნება 35 წლისაა და ყავს ოჯახი და ორი შვილი. იგი კერძო სკოლის დაცვის თანამშრომელი იყო და ბავშვებში ნდობასაც მოიპოვებდა. გამოძიებით გამოჩდნენ სხვა ბავშვებიც, ვისთანაც ანალოგიური გაუკეთებია.

ბავშვები დუმდნენ, ჩვენ რომ ხმა არ ამოგვეღო. ახლა გვყავს ადვოკატი, მაგრამ ამბობენ, საკმარისი მტკიცებულებები ვერ გროვდებაო. იმედია, გამოძიება სწორად ჩაივლის. სკოლამ უმრავლესი ფაქტები წაშალა. კერძოდ კამერები. ეს ფაქტი ცალკე გასაბრაზებელია. ჯერ პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ მეც ბევრი რამ ვისეავლე ამ ფაქტით - შვილები ხშირად მალავენ ასეთ ფაქტებს. არც ერთ ბავშვს არ მოუყოლია მშობლისთვის, ვინც გამოაშკარავდა გამოძიებით. ჩემი შვილი საკმაოდ დაისტრესა და ბევრი კომპლექსიც გამოაშკარავდა. დავდივართ ფსიქოლოგთან.

როგორც ყველა, ალბათ ის თავის თავს ადანაშაულებდა - მე ხომ არ მივეცი საბაბიო და ა.შ. დღემდე შიში აქვს, როცა მამაკაცი მისით ინტერესდება, შეაქებს ან თბილ სიტყვას ეტყვის. ბევრი ინერვიულა დაკითხვაზეც - იქნებ არ დამიჯერონო. მე, როგორც მშობელმა, ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე, რომ ვიჩივლე - დავიცავი შვილი, დავიცავით სხვა ბავშვები და ჩემი მოქალაქეობრივი ვალიც მოვიხადე".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა