თეგებით ძიება

"დახოცა ის ბავშვები და მათი სათამაშოები შვილებისათვის მიჰქონდა... წარმოიდგინეთ ცოლი, რომელიც ელოდება ქმარს სისხლიანი სათამაშოებით" - კობა ნაროუშვილი

სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი, კობა ნაროუშვილი რუსი სამხედროების სისასტიკეზე წერს:

"ბუჩას სურათებიდან მეხსიერებამ ჩაიბეჭდა ნახევრად დამწვარი ოკუპანტების ჯავშანტრანსპორტიორის ღია კარები და ნაქურდალით სავსე სადესანტო ნაკვეთური. ბევრ საყოფაცხოვრებო საგანთან ერთად იყო ზეწარში გამოკრული ბავშვის სათამაშოები. ნახმარი მოცვეთილი პლასტმასის და რეზინის სათამაშოები და მათ შორის იხვის ყვითელი ჭუჭულა ნარინჯისფერი მოცვეთილი ნისკარტით. იქვე პატარა თოჯინა გოგო, რომელსაც ბავშვის ჯერ გაუწაფავი ხელით ქონდა მიხატული გრძელი და სასაცილო წამწამები...
მაშინ ამ სურათს დიდი ყურადღება არ მივაქციე. უბრალოდ ტვინმა შეინახა მეხსიერების კუნჭულებში...
მერე ვნახე ხელებშეკრული და დახოცილი ბავშვები...
მეხსიერებამ უცებ აღადგინა სათამაშოების სურათები. უცებ დავფიქრდი იმ მარადიორმა რუსმა ხომ არასურათებიდან ნახა მთელი ეს ჯოჯოხეთი. ან იქნებ თავად დახოცა ის ბავშვები და მათი სათამაშოები თავისი შვილებისათვის მიჰქონდა...
ერთი წამით დაფიქრდით იმ მარადიორის ფსიქოლოგიურ პორტრეტზე. წარმოიდგინეთ მისი ცოლი, რომელიც ელოდება ქმარს სისხლიანი სათამაშოებით. წარმოიდგინეთ მისი შვილები რომლებსაც ამ სისხლიან სათამაოშოებს მისცემდნენ სათამაშოდ მათ ბოროტ მამიკოს ცოცხალს რომ ჩაეღწია მორდორში...
დაფიქრდით რად აქცია მონობამ ადამიანები რუსეთში...
დაფიქრდით რამხელა ბოროტებას ამარცხებს დღეს უკრაინა...
ამ ბრძოლაში განზე დგომა სირცხვილი და დანაშაულია!
ისტორია ყველას და ყველაფერს იმახსოვრებს...", - წერს ნაროუშვილი.



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა