თუ სიონისტური რეჟიმი ირანის ოპერაციებზე რეაგირებას მოახდენს, გამანადგურებელი თავდასხმები დაემუქრება - ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში განაცხადეს, რომ ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმა „ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას მკვლელობის საპასუხოდ განხორციელდა.
„თუ სიონისტური რეჟიმი ირანის ოპერაციებზე რეაგირებას მოახდენს, მას გამანადგურებელი თავდასხმები დაემუქრება“, - აღნიშნეს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში.
„ცაჰალში“ განაცხადეს, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა.
ისრაელური მედიის ინფორმაციით, ირანმა ისრაელის მიმართულებით ასზე მეტი რაკეტა გაუშვა.