თეგებით ძიება

"ცხინვალშიც კი იგრძნეს რუსეთის დასუსტება, ძალიან, ძალიან დიდი ცვლილებებია წინ“ - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მას შემდეგ რაც რუსეთის არმია დონბასში დამარცხდება, ყველა და მათ შორის საქართველო მიხვდება, რომ რუსული გემი იძირება.

"ცხინვალშიც კი იგრძნეს რუსეთის დასუსტება. ეს ამბავი მათ იმ მებრძოლებმა ჩამოუტანეს, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიიდან გაიწვიეს უკრაინაში, ადგილზე კი ბრძოლაზე უარი თქვეს და უკან ჩამოვიდნენ.

ერთი მუჭა, იქ დარჩენილი ხალხი პუტინის რჩეულს ღიად აუჯანყდა. მას შემდეგ რაც რუსეთის არმია კატასტროფულად დამარცხდება ამჯერად დონბასში, უკვე ყველა მიხვდება, მათ შორის საქართველო, რომ რუსული გემი იძირება. ძალიან, ძალიან დიდი ცვლილებებია წინ“, - წერს სააკაშვილი



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა