თეგებით ძიება

"ჩვენს თაობას, შესაძლოა ცოტა გაუკვირდეს (რუსეთის ერთი ნაწილის) როგორც გვასწავლიდნენ, ლტოლვა ამერიკისკენ" - ნათია ჩხეტიანი ზელენსკის მიმართავს

ადვოკატი, ნათია ჩხეტიანი, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს:

"ბატონო ვოლოდიმირ, ჩემი ღრმა პატივისცემა თქვენ და იმ გმირულ სულისკვეთებას, რომელსაც ომში ავლენთ.
ჩვენ 90-იანების თაობა ვართ და სკოლებში ისტორიას იმგვარად ვსწავლობდით, რომ რუსეთი და უკრაინა ერთ მთლიანობად აღიქმებოდა.
ისტორიაშიც შავით თეთრზე ეწერა, კიევის რუსეთი და მოსკოვის რუსეთი. სახელმწიფოების წარმოშობის ისტორიაც ვიცით. ან ჩვენ შევყავდით შეცდომაში, ან ეპოქების თანადროული ისტორიკოსები იყვნენ მოსყიდულნი.
ამიტომ ჩვენს თაობას, შესაძლოა ცოტა გაუკვირდეს (რუსეთის ერთი ნაწილის) როგორც გვასწავლიდნენ, ლტოლვა ამერიკისკენ, თუმცა მე სავსებით გეთანხმები, რომ არჩევანი თავისუფალია, არჩევანისთვის არ კლავენ, მაგრამ იმასაც ვაანალეზებ, როგორი საწყენია იმ მრავალსაუკუნოვანი ერთობის, რაც კიევს და მოსკოვს აკავშირებს ამგვარი რღვევა.
არის კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც ომის სამართლის ღრმა სპეციალისტებმა უნდა გასცენ პასუხი, წარმოადგენს თუ არა ომის დაწყების საფუძველს სახელმწიფოს საზღვრებთან სხვა ქვეყნის ჯარის ჩაყენების საფრთხე, ვთქვათ ნატოს, ეს სპეციალისტების შესაფასებელია და ვერ გამოვდგები მსაჯულად.
თქვენ გამარჯვებას გისურვებთ, რადგან თავდამსხმელი არ ბრძანდებით, თქვენ დაზარალებული ხართ!", - წერს ჩხეტიანი.



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა