თეგებით ძიება
10. 05. 2022 მსოფლიო

"იარაღის ვაწვდით იმისთვისაც, რომ ომის დანაშაულები აღარ მოხდეს არამხოლოდ უკრაინაში, არამედ მსოფლიოში" - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა უკრაინაში ბუჩას ნახვის შემდეგ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, უკრაინელმა ლტოლვილებმა საკუთარ სახლებში დაბრუნება შეძლონ.

"ეს არ ეხება მხოლოდ სამხედრო დახმარებას, გერმანია ამ მხრივ თქვენ გვერდითაა, ასევე მნიშვნელოვანია, [საცხოვრებელი] პირობების აღდგენა ქალაქებში, რათა ხალხმა დაბრუნება შეძლოს". - თქვა ბერბოკმა.

"იარაღის მიწოდება თავის თავში გულისხმობს, რომ რუსეთი ვეღარ შეძლებს იმაზე საშინელი ომის დანაშაულების ჩადენას, რაც მე დღეს თქვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით მის აღმოსავლეთ ნაწილში ვიხილე.

იარაღის ვაწვდით იმისთვისაც, რომ ომის დანაშაულები აღარ მოხდეს არამხოლოდ უკრაინაში, არამედ მსოფლიოს სხვა ადგილებშიც". - ამბობს ბერბოკი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა