"აშშ ცდილობს, შეზღუდოს რუსეთის პოლიტიკური გავლენა მსოფლიოში“ - მედვედევი
რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აშშ-ს მიერ უკრაინელებისთვის 40 მილიარდი დოლარით დახმარებას ეხმაურება.
"აშკარაა, რომ ასეთი უპრეცედენტო მასშტაბის „დახმარება“ საერთოდ არ აიხსნება უკრაინის სიყვარულით და არც საკუთარი ეკონომიკის მხარდაჭერით. მისი მიზანია რუსეთის წინააღმდეგ მარიონეტული ომის გაგრძელება, მძიმე მარცხის მიყენების სურვილი, რომ ჩვენმა ქვეყანამ შეზღუდოს ეკონომიკური განვითარება და პოლიტიკური გავლენა მსოფლიოში“, - განაცხადა მედვედევმა.