"ჰამასმა“ ოთხი ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა
„ჰამასმა“ ოთხი ისრაელელი მძევალი „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებს გადასცა. აღნიშნულ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.
სანაცვლოდ, კი ისრაელი 200 პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებს. ოთხივე გათავისუფლებული ქალი სამხედროა.
„ოთხივე სამხედრო ფორმაშია ხელში ჰამასის მიერ გადაცემული „სასაჩუქრე ჩანთები“ უჭირავთ“, - წერს ისრაელის მედია.
ინფორმაციისთვის, 15 იანვარს ისრაელმა და „ჰამასმა“ ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.
ისრაელის მედიის თანახმად, „ჰამასი“ ადასტურებს, რომ „პასუხისმგებლობით“ უპასუხა ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმების წინადადებაზე.
შეთანხმება ითვალისწინებს ბრძოლის შეჩერებას ღაზის სექტორში, ასევე ისრაელიდან გატაცებული მძევლების და პალესტინელი პატიმრების ეტაპობრივ გათავისუფლებას.
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 19 იანვრიდან ამოქმედდა.
ისრაელსა და „ჰამასს” შორის ომი 2023 წლის წლის 7 ნოემბერს დაიწყო.