თეგებით ძიება

"მაიმუნის ყვავილი - ეს ვირუსი არის განსაკუთრებით საშიში პათოგენების ნუსხაში" - რას წერს გიორგი ფხაკაძე ევროპაში გავრცელებულ ვირუსზე?

პროფესორი, გიორგი ფხაკაძე მაიმუნის ყვავილის ვირუსის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს:

"მაიმუნის ყვავილის ვირუსი - Monkeypox virus.
ეს ვირუსი არის განსაკუთრებით საშიში პათოგენების ნუსხაში (იხილეთ: https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/1923205...)
ბრიტანეთში და პორტუგალიაში დადასტურდა რამოდენინე შემთხვევა.
ვინაიდან საკმაოდ ბევრი ადამიანი მეკითხება ამ ვირუსის შესახებ იხილეთ მოკლე განმარტება:
მაიმუნის ყვავილის ვირუსი იშვიათი ვირუსული დაავადებაა, ძირითადად გავრცელებულია ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკაში. ის ადამიანებს, დაავადებული ცხოველისგან, კერძოდ კი მაიმუნისგან და მღრღნელებისგან გადაედებათ. თუმცა დაავდების გადამტანი ინფიცირებული ადამიანიც არის.
სიმპტომები თავიდან გაციებას ჰგავს, იწყება კუნთების ტკივილი და ტანზე ჩნდება გამონაყარი. ვირუსით დაღუპვის შემთხვევები 1%-იდან 10%-მდე მერყეობს.
ამჟამად მკურნალობისთვის სპეციფიკური მკურნალობის კურსი არ არსებობს. აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს", -წერს ფხაკაძე.

#drpkhakadze


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა