თეგებით ძიება

ეს პოლიტიკური ნახირი ხან ერთ პარტიაში რომ არიან, ხან მეორეში, ხან პოზიცია გახლავან და ხან ოპოზიცია, უნდა წაეთრნენ, წაშავდნენ და წაბნელდნენ პოლიტიკურ სანაგვეზე - გიორგი ფოფხაძე

არ ვაძლევ არავის ხმას არა და საარჩევნო ბიულეტენს გადავხაზავ კი არა დავჩხაპნი და ისე ჩავაგდებ ყუთში - ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს:

-ვის აძლევ ხმას?

-არავის.

-ვაა ეგ როგორ ძმაო, ქვეყანაში ასეთი რამეები ხდება.

თითქმის ყოველ დღე მაქვს მაგავსი დიალოგები როგორც ოპოზიციის, ისევე ხელისუფლების მხარდამჭერ მეგობრებთან. 

მაიცათ და როდის აქეთ გადაწყდა საქართველოში რომ, ჩემი უფლება არაა, თავად გადავწყვიტო რა ვქნა? 

არ ვაძლევ ბატონო არავის ხმას არა და საარჩევნო ბიულეტენს გადავხაზავ კი არა დავჩხაპნი და ისე ჩავაგდებ ყუთში. 

ჩემი პირადი აზრია რომ, აი ეს პოლიტიკური ნახირი, რომელიც ახლა ყელყელაობს და 30 წელია ამ ჩათლახებს ვუყურებ., ხან ერთ პარტიაში რომ არიან, ხან მეორეში, ხან პოზიცია გახლავან და ხან ოპოზიცია, უნდა წაეთრნენ, წაშავდნენ და წაბნელდნენ პოლიტიკურ სანაგვეზე, უკანმოუხედავად თავისი ვითომ სამოქალაქო საზოგადოებიან, გამპრავებელი ჟურნალიუგებიანად. სხვაგვარად ვივლით ერთ წრეზე რომელზეც დავდივართ.. 

PS. თუ არ მოგეწონათ რაც დავწერე, გნებავთ ხელისუფლების და გნებავთ ოპოზიციის მომხრეებს. ჭყონიას მიმართეთ, ყველაზე გემრიელ კოკა კოლას აკეთებს რეგიონში.. - წერს გიორგი ფოფხაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა