საქართველოს უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
"საქართველოს უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის, ინგლისური ენის პროფესორის, ელენა აბაშიძის გარდაცვალების გამო.
ქალბატონი ელენა საქართველოს უნივერსიტეტში თითქმის დაარსების დღიდან მუშაობდა და დიდი წვლილი აქვს შეტანილი უნივერსიტეტის განვითარებაში.
ელენა აბაშიძე გამოირჩეოდა თავისი პროფესიონალიზმით, კეთილშობილებით და ძალიან დააკლდება მთლიანად საუნივერსიტეტო საზოგადოებას.
სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახსა და ახლობლებს“, – წერია ინფორმაციაში.