თეგებით ძიება

"სჯობს ისევ "სე*სზე" ისაუბროთ - "გასართობ კონტენტს" მაინც მარტო ეს გაქვთ "დამხეცებული" - ვის მიმართავს ნიკა საჯაია

ჟურნალისტი, ნიკა საჯაია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"არ მიყვარს ადამიანების დაბულინგება! ვფიქრობ რომ ეს ყველაზე უკანასკნელი რამაა, რაც შეიძლება იკადრო ... მითუმეტეს არ მიყვარს როცა ადამიანს, მისი ფიზიკურობის ან სოციალური სტატუსის გამო აკნინებენ.
თუმცა დღეს ანგელოზები დედამიწაზე აღარ არიან, ამიტომ მეც დავწერ ჩემს აზრს, არც თუ ისე კარგს და სასიამოვნოს ორ ქალზე, რომლებსაც თურმე ჭარბწონიანები ეზედმეტებათ ამ პლანეტაზე ...
ჩასწორებული: " Merci Sulkhanishviliს სხვანაირად უთქვამს ჩაწერისას და კონტექსტი მთლიანად დამახინჯებული გავიდა... გვანცაც მერსის რეპლიკის გამო არ წასულა და სრულიად სხვა რამ უთქვამს ჩაწერის დრისაც და გვანცასთან დიალოგშიც ამიტომ ამ გოგოს აღარაფერს ვერჩი და ბოდიში ( ყველა 100 კილო სიკეთეები კი არ ვართ )
და რატომ ვამახინჯებთ ნათქვამს, ვიწვევთ ადამიანების ნაწილში სტრესს, ხოლო სტუმარს ვაგინებინებთ ერს Night Prime Time • ღამის პრაიმ-თაიმი ?! უკვე ასე გვიჭირს ახალ გადაცემაში... სტუმარსაც და მაყურეველსაც სეუძლია ამაზე სამართლებრივი პასუხი მოითხოვოს! მარაზმი შემოგვთავაზეთ, თუმცა პირადად მე არ გამიკვირდა! შეცდომაში შემიყვანეთ მეც და სხვებიც , არასწორია! თქვენს დანარჩენ "ძიშოვობაზე" ქვემოთ მიწერია"
აი მეორე ქალის სახელი არ მახსოვს, თუ მონიშნავთ მადლიერი დაგრჩებით. ბავშვიბაში, დილაობით ვუყურებდი მის რუბრიკას და დადებითად ვიყავი მის მიმართ განწყობილი, თუმცა სიბეცის ყველა მოლოდინს გადააჭარბა - ალბათ ასაკობრივიცაა. და მაინც, ასეთ ცხვირზე რომ მქონდეს სახე მიმაგრებული, სხვისი ვიზუალის შეფასებისას ცოტა დავფიქრდებოდი და აკრძალვებს, მერე დავაწესებდი:)
აი იმ არხს კი სადაც ამდენი ბაჯაღლო ერთად შეიკრიბა ვთხოვდი, რომ ცოტა მეტად დაფიქრდით ადამიანებზე, რომლებიც ეკრანს მიღმა სხედან და თუნდაც თავიანთი ვიზუალიდან გამომდინარე, აქვთ ძალიან დიდი პრობლემები! გაკეთებულა ამ თემაზე "შოუები", მაგრამ წამყვანებს და პროდუსინგ მეტი პასუხისმგებლობა, პროფესიონალიზმი და ადამიანურობა გამოუჩენია! თქვენ ეს არ ან ვერ გამოგდით, ამიტომ სჯობს ისევ "სექსზე" ისაუბროთ - "გასართობ კონტენტს" მაინც მარტო ეს გაქვთ "დამხეცებული" და ცოტა უფრო სენსიტიურ თემებს შეეშვათ, ასეთ დროს ზედმეტად "ძიშივდებით" ხო მართლა, მეც ძალიან ბევრი ფიზიკური ნაკლი მაქვს - დიდი თვალის ჭრილი, წონაც, შრამი სახეზა, მაგრამ რას ვიზამთ - როგორც უკვე ვთქვი, დედამიწაზე ანგელოზები აღარ ცხოვრობენ და ვინც უნაკლოებას ითხოვთ, ანძიდან მერმა გამოსაქანებელი გაგიკეთათ, - წერს საჯაია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა