თეგებით ძიება

"აუცილებლად, ძალიან მალე დადგება დრო, როდესაც პასუხს აგებ ამ ჭორაობის გამო" - ლევან ნიკოლეიშვილი პოდოლიაკზე

ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის შესახებ წერს.

"მაშინ, როდესაც მთელმა მსოფლიომ იცის შენი წარსული, როგორ ძარცვავდი უკრაინას იანუკოვიჩთან ერთად და როგორც მისი ხელის ბიჭი, დიდი წვლილი გაქვს შეტანილი უკრაინაში რუსული განწყობების გაღვივებაში, სხვას რუსეთთან კავშირს არ უნდა აბრალებდე. მით უმეტეს, რომ ჭორაობ და მეტს არაფერს აკეთებ, ერთი ფაქტი ვერ მოიყვანეთ აქამდე, რა კავშირშია ბიძინა ივანიშვილი რუსეთთან...აი შენ კი ვერ დამალავ შენი ისტორიის რუსულ ფურცელს. სამწუხაროა, რომ ახლა ამდენი უარგუმენტო ჭორაობის უფლება გაქვს, მაგრამ აუცილებლად, ძალიან მალე დადგება დრო, როდესაც პასუხს აგებ ყველა სიბინძურის გამო“, - წერს ნიკოლეიშვილი.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა