თეგებით ძიება

"ჩვენ გვყავს ბავშვები, რომლებიც მხოლოდ მაშინ გრძნობენ თავს ბედნიერად, როცა ჩვენს დავალებებს კარგად ასრულებენ" - მაია ცირამუა

ფსიქოლოგი, მაია ცირამუა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"ჭადრაკი კი არა, ბავშვს, სწავლის საწყის საფეხურზე, სჭირდება ნატიფი მოტორიკის მაქსიმალურად განვითარება - ხატვა, ხელგარჯილობა, ძერწვა, ქსოვა - მთლად საოცრებაა ! რაც უფრო მეტი რამე “გამოსდის ხელიდან”, მით უფრო კარგად ვითარდება ტვინი, იზრდება თვითეფექტურობისა და თავდაჯერებულობის განცდა, იძერწება ნებისყოფა, კონცენტრაციის უნარი, ვითარდება ფანტაზია, ბავშვი სწავლობს ყოფნას - პროცესზე ორიენტირებას …
ჩემი შვილი კონკურენტუნარიანი უნდა იყოს! უნდა სხვებს აჯობოს! წარმატება, წარმატება, წარმატება და ა. შ - ამ მიდგომით ჩვენ გვყავს ბავშვები, რომლებიც ამდენი ტვირთისგან დაღლილები, დემოტივირებულები, სულ შედეგზე ფიქრით მუდმივად მშფოთვარენი, მხოლოდ მაშინ გრძნობენ თავს ბედნიერად, როცა ჩვენს დავალებებს კარგად ასრულებენ", - წერს ცირამუა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა