თეგებით ძიება

"ლუკა "საბურთალოში" ივლის" - პატარა ლუკას კიდევ ერთი ახდენილი ოცნება

სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი, სალომე საგინაშვილი პოსტს აქვეყნებს:

"როცა პატარა ლუკასთან მივედი და ჩემი მეგობრები პროდუქტებისთვის მიდი-მოდიოდნენ, მე და მისი ბებო ვიდექით მხოლოდ, მაშინ ვკითხე - თუ სურს ფეხბურთელობა, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამ ბავშვს ყველა შესაძლებლობა მიეცეს ფეხბურთის თამაშის - მეთქი. სურს-ო მიპასუხა. სრული 2 დღე ვარკვევდი, ვფიქრობდი რა და როგორ გამეკეთებინა, მინდოდა ამ ამბავს ბოლომდე გავყოლოდი და ეს მხოლოდ 1 ვიზიტი არ ყოფილიყო. მერე, წამიერად ერთი ძალიან მაგარი ბიჭი თავად გამოჩნდა და მითხრა , ყველაფერი იქნება, ჩემთვის ყველაზე მთავარი პატარების ბედნიერებააო.
რამდენიმე საათში FC Saburtalo-დან თანხმობა მივიღეთ. პატარა ლუკა საბურთალოში ივლის, საფეხბურთო უნარებს გამოიმუშავებს და ყველა საჭირო თვისებას უფასოდ შეიძენს თავადაც საბურთალოზე ცხოვრობს, რაც ამ ფაქტს უფრო კომფორტულს ხდის.
მითხრა, არ მინდა ჩემი სახელი საჯაროდ გაჟღერდესო, მაგრამ მე მინდოდა, რომ ყველას ცოდნოდა. Giorgi Mamuchishvili გიო, სხვანაირი ვერ იქნება შაქარას საუკეთესო მეგობარი
თქვენ კი უდიდესი მადლობა, სიტყვები არ მაქვს! FC Saburtalo Academy", - წერს საგინაშვილი



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა