თეგებით ძიება

"ანუ კოვიდის ახალი ტალღა გამოაცხადეთ, მაგრამ სახელი არ დაარქვით ანუ “ომი” არ არის" - რას წერს გიორგი ფხაკაძე

პროფესორი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

“ომი” არ არის “ სპეციალური ოპერაციაა”
ერთი შეკითხვა და ერთი პასუხი კოვიდის საკოორდინაციო საბჭოს თავჯდომარესთან, ბატონ ივანე ჩხაიძესთან. პედიატრიულ (ბავშვების) კლინიკაში მოხვედრილ ბავშვებს და მათ მშობლებს კოვიდის პსრ ტესტი უტარდებათ?
ამ სტატიაში ერთი საათი საუბრობთ “გრიპზე” და თუ კოვიდი გამორიცხულია ამ ბავშვებში, თქვით ბარემ, ბატონო.
ასეთი განცხადებებით უფრო აპანიკებთ მოსახლეობას. მოსახლეობა უკვე საკმაოდ ინფორმირებულია და ის სიმპტომები, რაც იქნა ჩამოთვლილი, კოვიდის ომიკრონის BA.4 და BA.5 ვარიანტებს ჰგავს. სავარაუდოდ, ეს არის ანუ კოვიდის ახალი ტალღა გამოაცხადეთ, მაგრამ სახელი არ დაარქვით ანუ “ომი” არ არის“, სპეციალური ოპერაციაა”?
დასკვნა ნათელია… ჯანდაცვის სისტემის რადიკალური რეფორმა არის გადაუდებლად საჭირო", - წერს ფხაკაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა