თეგებით ძიება

"სირცხვილია" იმ პოლიციელების ფოტოებს აქვეყნებს, ვინც, მათი ინფორმაციით, გიორგი მჟავანაძეზე იძალადეს

"სირცხვილია" იმ პოლიციელების ფოტოსურათებსა და ვინაობას ასაჯაროებს, ვინც, მოძრაობის ინფორმაციით, "სირცხვილიას" დირექტორ გიორგი მჟავანაძეზე ფიზიკურას იძალადეს.

"ვასაჯაროებთ იმ პოლიციელების ფოტოსურათებს, რომლებმაც 17 მაისს, გლდანი-ნაძალადევის მე-9 განყოფილებაში, ფიზიკურად და სიტყვიერად იძალადეს გიორგი მჟავანაძეზე.

ჩვენი მოთხოვნა უცვლელია, შეუწყდეთ უფლებამოსილება და კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ მოძალადე პილიციელები, რომლებიც ამ დრომდე რჩებიან დაკავებულ თანამდებობებზე: დავით კანკავა, სოლომონ ლომსაძე, ჯონი სამხარაძე, ანზორ გულუა, ზაზა ზურაბიშვილი და გიორგი ჟორდანია.

აქ ჩამოთვილი პოლიციელების გარდა, ძალადობის აქტში მონაწილეობა მიიღო სხვა არაერთმა თანამშრომელმა. მათ სახელებსა და გვარებს პერიოდულად გავასაჯაროებთ", - ნათქვამია მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა