თეგებით ძიება

"უკრაინის ომში გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახი რამდენიმე დღეში ღია ცის ქვეშ დარჩება..." - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი რატი შურღაიას ოჯახზე?

ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, რატი შურღაიას ოჯახის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

"გუშინ, უკრაინიდან კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ჩამოასვენეს.
ომში გარდაცვლილი ჯარისჯაცის ოჯახი რამდენიმე დღეში ღია ცის ქვეშ დარჩება, რადგან მათი ბინა აუქციონზეა გატანილი.
სრული თანხა 21 ათასი$, მაგრამ ახლა, ნებისმიერი შენატანი იხსნის მათ ქუჩაში დარჩენისგან.
ანგარიშის ნომერი კომენტარებშია. თქვენი ჯადოქრობის იმედი მაქვს", - წერს ჟორჟოლიანი.

უკრაინის ქალაქ იზიუმთან, ოკუპანტ რუსებთან ბრძოლაში რატი შურღაია გმირულად 15 მაისს დაიღუპა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა