თეგებით ძიება

"ყველამ კარგად იცის ჩემი დამოკიდებულება "ქართული ოცნების" მიმართ, მაგრამ მაინც დავწერ პლიუსებს და მინუსებს" - ხატია სიჭინავა

ჟურნალისტი, ხატია სიჭინავა მმართველი გუნდის დადებით და უარყოფით მხარეებზე სოციალურ ქსელში წერს:

"ყველამ კარგად იცის ჩემი დამოკიდებულება ქართული ოცნების მიმართ, მაგრამ მაინც დავწერ ჩემთვის პლიუსებს და მინუსებს.

მინუსები:
სამართალი არ აღდგა (მთაარი სლოგანი იყო 2012 წელს)
კოჰაბიტაცია
ქვეყანა სულაც ვერ აყვავდა (რასაც ველოდებოდით უმრავლესობა)
საშინელი კადრები (ნახევარი უცოდინარი და მეორე ნახევარი გადაპორტირებული ნაცები)
ისევ კლანები ( ნუ ეს ყველა მთავრობის დროს არის იყო და იქნება ალბათ)
არავითარი აყვავებული სოფლის მეურნეობა და იმპორტი ყოვლად უვარგისი სურსათის , როცა შეგვიძლია ჩვენ ვიყოთ მწარმოებელი და ფეხებზე გვეკიდოს სხვა ქვეყნის გამდიდრება
წინა 9 წლის ჩახვევა თავის გასამართლებლად
ეს რაც ამ წუთას გამახსენდა
პლიუსები
სიტყვის თავისუფლება კი არადა უკვე უზრდელობაში გადასულიც კი ( ადრე ჩურჩულსაც ვერავინ ბედავდა)
თავისუფალი მიტინგები ( 2 კაცი ბირჟა იყო და შლიდნენ ნუ აღარაფერს ვამბობ დარბეულ მიტინგებზე)
უსასრულო იმედი ანუ დღეს არ გამოდის ხვალ გამოვა აგერ უკვე 10 წელი
და აუცილებლად უნდა ავღნიშნო პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილება, რომლის შინაარსსაც მევერ ჩავწვდი , მაგრამ ფაქტია, რომ საკუთარ თავზე აიღო ძალიან დიდი დარტყმა როცა ჯერ საჯაროდ აღიარა ვაქცინაციის არაეფექტურობა ( რომელიც ისედაც ყველამ იცოდა მაგრამ აბა კაი დედის შვილი იყავი რამე გეთქვა ) და ბოლოს ყველაზე სერიოზული გადაწყვეტილება, რომ საქართველო არ ჩაეთრიათ ომში ! რასაც დღემდე მთელი მონდომებით ცდილობენ ის პირებიც კი, რომლებსაც ამისთვის საერთოდ არ უნდა ეცალოთ წესით !
ეს იყო მოკლე მიმოხილვა უარყოფითიც და დადებითიც ალბათ უფრო მეტია
და ხო ვულოცავ ქალთა კლუბის დაარსებას ქალები ბევრად ძლიერები ყავს ოცნებას ვიდრე კაცები
სერიოზულად კი..
ყველაფერი კარგად იქნება დღეს თუ არა ხვალ", - წერს სიჭინავა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა