თეგებით ძიება

"გილოცავთ! პატარა, მაგრამ აუცილებელი გამარჯვებაა!" - ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი აშშ-ის საელჩოს მიერ "მთავრი არხის" გენდირექტორის საქმის მოსამართლის პროგრამიდან ამორიცხვას, სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"მოსამართლე, რომელმაც ნიკას განაჩენი გამოიტანა, ამერიკის საელჩოს პროგრამიდან გაირიცხა. მოსამართლის კვალიფიკაციის ამაღლებას ფლორიდაში, სრულად აფინანსებდა საელჩო.
გილოცავთ! პატარა, მაგრამ აუცილებელი გამარჯვებაა. მოსამართლეებმა უნდა იცოდნენ მონობის ფასი რომ მძიმე იქნება.
US Embassy Tbilisi, Georgia - მადლობა!", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

"ფორმულას" ინფორმაციით, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე, ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ის საელჩომ ამოაგდო პროგრამიდან, რომლის ფარგლებშიც ის ამერიკის შეერთებულ შტატებში რამდენიმე დღეში მიემგზავრებოდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა