თეგებით ძიება

"ასე, ყოველ წელს, ბოლო ზარი ხომ არ შეიძლება ვინმესთვის ბოლო-დღედ გადაიქცეს?!" - მაია კაჭკაჭიშვილი 17 წლის ბიჭის ტრაგედიაზე

მუსიკოსი, მაია კაჭკაჭიშვილი ბორჯომში, ბოლო ზარზე დატრიალებულ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"ამიტომ მძულს ბოლო ზარი
ეს ის ასაკია სადაც ბავშვებს არაფერი მოეკითხებათ ფაქტიურად ალალ ბედზე დადიან და არიან ზოგადად
გუშინ დილიდან შუაღამემდე ადგილი ვერ ვიპოვე ჩემებს რომ ბოლო ზარი და ბანკეტი ქონდათ
არ შევარგე არცერთს იმდენი ვურეკე
ცალკე მასწავლებლებს და ცალკე მშობლებს
რა იქნება ფრთხილად რომ იყოთ ბავშვებო? რა არის ამაში სასირცხვილო?
ასე ყოველ წელს ბოლო-ზარი ხომ არ შეიძლება ვინმესთვის ბოლო-დღედ გადაიქცეს", - წერს კაჭკაჭიშვილი.

ცნობისთვის, ბორჯომში, ბოლო ზარის ესკორტის ერთ-ერთი მანქანა მტკავარში გადავარდა, რის გამოც 17 წლის მოზარდი დაიღუპა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა