თეგებით ძიება

"ნუ გააშეარებთ გიორგის სტატუსს... მსგავს მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვის ამას აქვს მიმბაძველობის ეფექტი" - ნინო ჟვანია

ჟურნალისტი, ნინო ჟვანია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"როდესაც სუიციდის ფაქტი ხდება ჟურნალისტებსაც კი აქვთ დაწესებული ასეთი ამბების გაშუქებისას სტანდარტები, რადგან სპეციალისტების მიერ დადგენილია, რომ ბევრ მსგავს მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვის ამას აქვს მიმბაძველობის ეფექტი. რეკომენდებულია მინიმალურად შუქდებოდეს კიდეც მსგავსი შემთხვევები, რათა სხვა, მძიმე დეპრესიაში მყოფი ადამიანებისთვის არ გახდეს მასტიმულირებელი მსგავსი ნიუსები.
ნუ გააშეარებთ გიორგის სტატუსს. ამით ვერც მას ეხმარებით და სხვა ადამიანებისთვისაც შეიძლება ძალიან ცუდი საქმე გააკეთოთ ამ აჟიოტაჟით. ერთადერთი სწორი ქცევა ამ დროს არის ამ ამბის იგნორი.
ძალიან გთხოვთ გაითვალიოსწინოთ", - წერს ჟვანია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა