თეგებით ძიება

"მშობლებო, დედებო და მამებო, არ უყიდოთ თქვენს 17 წლის შვილს ავტომობილი, მას ჯერ ეს არ დაუმსახურებია" - შალვა ოგბაიძე

საკრებულოს დეპუტატი, შალვა ოგბაიძე სოციალურ ქსელში წერს:

"მშობლებო, დედებო და მამებო, არ უყიდოთ თქვენს 17 წლის შვილს ავტომობილი, მას ჯერ ეს არ დაუმსახურებია\'\'
ეს 3 წლის წინ გამოქვეყნებული ჩემი ინტერვიუა...
სამწუხაროდ, მაშინაც 17 წლის ბიჭი ემსხვერპლა მშობლის მიერ ნაყიდ ავტომობილს...
დღესაც, სკოლის დამამთავრებელ ბოლო ზარზე ბორჯომში კიდევ ერთი სიცოცხლე წაიღო მშობლების მიერ შეძენილმა ავტომობილმა.
მშობლებო, გემუდარებით, ნუ ჩაუგდებთ მოზარდს ავტომობილს გასართობად, გთხოვთ და მოვითხოვ თქვენგან მეტ ყურადღებას", - წერს ოგბაიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა