თეგებით ძიება

"არ არსებობს ადამიანი, ვისაც ერთხელ მაინც არ უფიქრია სუიციდზე…" - რას წერს პეტრე კოლხი?

მამა პეტრე კოლხი(კვარაცხელია) სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.


"დიახ, არ არსებობს ადამიანი, ვისაც ერთხელ მაინც არ უფიქრია სუიციდზე… რა ასაკში?! ეს ინდივიდუალურია…
ფიქრობ მაშინ, როცა ცხოვრება აზრს კარგავს, უფუნქციოდ რჩები, ან უბრალოდ ბევრ გამოწვევას ვერ უმკლავდები…
განსაკუთრებით ისინი ფიქრობენ, ვინც სოციუმისგან განსხვავებულები არიან, ვინც ოდნავ მეტად აზროვნებს, ვიდრე სხვა დანარჩენი…
კი, მეც მიფიქრია… მეც მქონია ეს განცდა… არ მრცხვენია ამის აღიარების… არ მეშინია, რომ ჩამქოლონ… არიქა, მღვდელი რას ამბობსო… გულწრფელი ვარ, ჩემთვის კი ეს არის მთავარი…

რა დამეხმარა?! ისევ საკუთარი თავი და ღმერთს მიჯაჭვულობა…
ღმერთი, რომელიც საკუთარ თავში აღმოვაჩინე… ჰო, ის საკუთარ თავში უნდა იპოვნო ისეთი, როგორიც ის სინამდვილეშია და მერე ადვილად ალაგებ რაღაცებს ცხოვრებაში…
თავს უნდა გამოუტყდე, თავთან არ უნდა იპოზიორო და მერე შენი შინაგანი ხმა მიგიყვანს ღმერთამდე… გახსნილად, გულწრფელად უნდა აღიარო, რომ სადღაც გაიჭედე…

ისიც ვიცი, ბევრი ვითომ სულიერების გზაზე მდგარი მიდის ამ გადაწყვეტილებამდე, რადგან არასწორად შეუდგა იმ გზას, ან არასწორად აირჩია ,,გზამკვლელი” და საბოლოოდ ჩიხში შევიდა…
არც ერთი ტკივილი თუ განსაცდელი არ ღირს იმად, რომ საკუთარ თავს ასეთი მძიმე განაჩენი გამოუტანო…
მთავარია ეს პერიოდი გადალახო, მერე ვერაფერი მოგერევა…

ჩვენ ყველას ჩვენი წილი გოლგოთა გვაქვს გასავლელი, დაცემებით, წამოდგომებით, ყველაფერი ადამიანურია და მხოლოდ ღმერთთან ვართ ანგარიშვალდებულები…

ამიტომ, არაფრის გამო არ უნდა მოიკლა თავი… ეს სამუდამო სასჯელია…
ვინც ამას გაუძლებს, ის ყველაფერს გაუძლებს!", - წერს მამა პეტრე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა