თეგებით ძიება

"ბიჭებო, საქართველოში რუსული სამხედრო წარწერის მანქანას, რომ დაინახავთ ან რუსული დროშით, დაუფიქრებლად გადაახიეთ თავზე" - უკრაინაში მებრძოლი ქართველი მიმართვას ავრცელებს

უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ლადო გამსახურდია სოციალურ ქსელში საქართვლოს მოქალაქეებს მოწოდებით მიმართავს:

"ძალიან ბევრი მეგობრები მყავს ფეისბუქზე ახალგაზრდა ბიჭები, ბევრი ნახულობთ ჩემს პოსტებს და ისეა თუ ასეა მიცნობთ როგორი ადამიანი ვარ. გენაცვალეთ გულში თითოეულ ქართველს, ერთი სამშობლო გვაქვს. მინდა მოგიწოდოთ ყველას, ვინც გულშემაგვტკივრობს ფრონტზე წამოსულ ბიჭებს. ბიჭებო, საქართველოს ქუჩებში რუსული სამხედრო წარწერის მანქანას, რომ დაინახავთ ან რუსული დროშით, დაუფიქრებლად გადაახიეთ თავზე და საერთოდ არ დაფიქრდეთ იმაზე თუ მერე რა იქნება, ამას მნიშვნელობა არ აქვს. იმოქმედეთ საქართველოს სახელით. საქართველო ხართ თითოეული თქვენგანი და დაიმახსოვრეთ, როგორი საქციელებიც გვექნება ჩვენ, ისეთ, შესაბამის ქვეყანაში ვიცხოვრებთ.

თუ ჩემი სიტყვა ვინმესთვის რამეს ნიშნავს ძმებო, გააკეთეთ, დედაუტირეთ მაგ ტურებს, ჩვენი იქნება თუ სხვისი!
ჩვენ სისხლს ღვრიდნენ ადრეც და ახლაც ღვრიან! ჩვენ აქ ვიომოთ და საქართველოში რუსეთის სამხედრო წარწერებით ირბინოს ვინმე სირმა არ გამოვა!
ამოუყირავეთ ეგ მანქანა მაგ ბოზს!

(მოკვლა და დახოცვა საჭირო არაა, უბრალოდ არ გაბედოს მეტი აზრადაც)
იმედია მალე სადმე ვიხილავ ვიდეოს სოციალურ ქსელში მაგის დედისტირების და აქაც ძალა მოგვეცემა.
მსგავს რამეს თუ სადმე შენიშნავთ, ეს არის რუსული სამხედრო ნიშანი, რომელსაც ვეომებით ჩვენ დღეს უკრაინაში!
სადაც ნახავთ მგსავსს იმოქმედეთ შესაბამისად - ქართულად, კავკასიურად!", - წერს გამსახურდია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა