თეგებით ძიება

"ქალს ქმარი რომ კლავს ავტობუსში, სადაც სხვა ადამიანებიც იმყოფებიან, სახლებში რას უშვებიან ეს მხეცები, ხომ წარმოგიდგენიათ?!" - ანი ქავთარაძე

ექიმი, ანი ქავთარაძე თბილისში, ავტობუსში ქმრის მიერ ცოლის მკვლელობას, სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ქალს ქმარი დღისით, მზისით, რომ კლავს, ავტობუსში! სადაც სხვა ადამიანებიც იმყოფებიან (რომელთა ყოფნასაც როგორც ჩანს, აზრი არ აქვს) ,
სახლებში რას უშვებიან ეს მხეცები, ხომ წარმოგიდგენიათ?!
ჰო და ქალებო, გოგოებო!
ნუ იტანთ ამ ძალადობას!
ნუ იქცევით მონებად!
ნუ დატოვებთ თქვენს შვილებს ობლად!
ნუ ცხოვრობთ, ამ, უინტელექტო, ერთ უჯრედიან მხეცებთან!
საზოგადოებავ! მეზობლებო !
ნუღარ დაახოცინებთ, უმწეო ბავშვების დედებს თქვენს თვალწინ!
ნუ გახდებით თანამონაწილეები!
მშობლები, დებო, ძმებო, ნათესავებო! მეგობრებო!
დაეხმარეთ!
გვერდში დაუდექით!
ხელი გაუწოდეთ!
და გამოიყვანეთ ამ, არაადამიანების ჯოჯოხეთიდან თქვენთვის ძვირფასი გოგოები!
იზრუნეთ მათზე და გადაარჩინეთ!
სანამ მთელი ქვეყანა არ გაერთიანდება ამ, მხეცების, მხეცური მენტალიტეტის წინააღმდეგ, კიდევ ბევრს მოკლავენ და დაჩაგრავენ, ეს, მოძალადე, ღრჯო, დედიკოს ბიჭები!", - წერს ქავთარაძე."


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა