თეგებით ძიება

"გთხოვთ, ნუ გამინაწყენდებით.... 20 წელი ვიყავი სამშობლოს მოწყვეტილი... " - ლევან მამალაძე მიმართვას ავრცელებს

ქვემო ქართლში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული, ლევან მამალაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:

"ჩემო ძვირფასო მეგობრებო მოგეხსენებათ, სულ რამდენიმე დღეა რაც დავბრუნდი ჩვენს სამშობლოში. ვგრძნობ თქვენს მხარდაჭერასა და სიყვარულს, რაც კიდევ უფრო დიდი ენერგიით მავსებს. უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს ასეთი ერთგულებისთვის და ყურადღებისთვის. უამრავი შეტყობინება მომდის თქვენგან მესენჯერში, ფიზიკურად იმდენი, რომ ყველას წაკითხვას რამდენიმე დღე ჭირდება.

ამიტომ ძალიან გთხოვთ ნუ გამინაწყენდებით, თუ პასუხს ვერ გიბრუნებთ, უყურადღებობაში არ ჩამომართვათ. 20 წელი ვიყავი სამშობლოს მოწყვეტილი და ალბათ გამიგებთ ძალიან დატვირთული დღეები მაქვს.

მიყვარხართ და კიდევ ერთხელ, უღრმესი მადლობა თქვენი სიკეთისთვის და სითბოსთვის, თქვენი ყურადღებისთვის. - მუდამ თქვენი ლევანი", - წერს მამალაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა