თეგებით ძიება

"ბატონო ბიძინა, შეატყობდით თქვენც. ღარიბაშვილი სააკაშვილს ბაძავს..." - რას წერს ვახო სანაია?

ჟურნალისტი, ვახო სანაია სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების" დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს:

"ბატონო ბიძინა, შეატყობდით თქვენც. ღარიბაშვილი სააკაშვილს ბაძავს : აღმშენებლობაო, ისაო, ესაო. ამას დაუმატეთ - სურს, მანერებითაც კი დაემსგავსოს. კარგად დააკვირდით - უნდა სააკაშვილივით აღიქვამდნენ. ხალხს ახვედრებენ, მოქალაქეებს დითირამბებს აზერპირებინებენ. იმ ხალხს იმას კი არ ალაპარაკებენ, რაც მესიჯბოქსითაა განსაზღვრული, ცოტა უფრო მეტის თქმა აქვთ დავალებული - რომ ღარიბაშვილი დიდი კაცია. სააკაშვილი რევოლუციის ლიდერი იყო და მართლა თავისით ეუბნებოდნენ მოქალაქეები კაი რაღაცებს, ყოველ შემთხვევაში პირველ წლებში მაინც. ეს კი კომიკურად გამოიყურება, მაგრამ ეს არ არის მთავარი ...
მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ თქვენ კი არა, სააკაშვილს ბაძავს და რა ვიცი აბა. კი არის ჩინური სააკაშვილი, მაგრამ გონებაში უკვე გავლებული აქვს ცუდი აზრები - აი, მაგალითად, თქვენ როდის აგიცდებათ ფეხი სანქციებზე ან რამე ეგეთზე, რომ წიხლი მოგაყოლოთ. ხო იცით თქვენც, კაცს მონას რომ უწოდებს გარშემო ყველა და თან პრემიერ-მინისტრი დაარქვით, მაინც გულში ჩაიდებს მაგ ბოღმას.
გითხარით მაინც ...", - წერს ვახო სანაია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა