თეგებით ძიება

"უმძიმესი ამბავია..." - რას წერს გოგა ჩანადირი?

სამოქალაქო აქტივისტი, ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი საგზაო შემთხვევბის შედეგად ლეტალური შედეგების რაოდენობის გახშირებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ძალიან გახშირდა გზებზე საგზაო შემთხვევები და დარღვევები.
მხოლოდ 1 კვირაში 3 მოზარდი - 11, 13 და 17 წლის ბიჭები დაღუპნენ. აქედან 2 ველოსიპედით გადაადგილდებოდა. ერთი ხაშურში, მეორე ფოთში და სწრაფად მოძრავმა მანქანებმა დაარტყეს. დასახლებული პუნქტებია, სადაც მაღალი სიჩქარით სიარული შეზღუდულია.

უმძიმესი ამბავია. ბავშვები ველოსიპედებითა თუ გორიალებით ვეღარ სეირნობენ მშვიდად.
მხოლოდ 5 თვეში გზებზე დაახლოებით 150 ადამიანი დაიღუპა და 2000-მდე დაშავდა.

გზებზე კულტურა და თვითშეგნება არ იგრძნობა. პირადად მე ყოველ ნაბიჯზე ვხედავ, რომ მძღოლები (უმრავლესობა) მოხვევის ციმციმას არ იყენებენ, ქვეითებს გადასასვლელებზე გზას არ უთმობენ, ასიგნალებენ, ზოლებს არ იცავენ, საცობებიდან გამოდიან, მოძრაობენ დადგენილზე სწრაფად.
საჭიროა შესაბამისი და ქმედითი საპოლიციო ზომები და მეტი საგანმანათლებლო აქტივობა.

სირცხვილია, რაც ჩვენს გზებზე ხდება.
შეანელე, კულტურული მძღოლი იყავი, შენსა და სხვების სიცოცხლეს გაუფრთხილდი, რა", - წერს გოგა ჩანადირი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა