თეგებით ძიება

"ხშირად საეკლესიო პირები და ახლობლები უჩიჩინებენ ქალებს, რომ განქორწინება ცოდვაა. სინამდვილეში კი ნაძალადევი ოჯახია ცოდვა" - დეკანოზი ილია ჭიღლაძე

დეკანოზი, ილია ჭიღლაძე 21 მაისს თბილისში ქმრის მიერ მეუღლის შვილების თვალწინ, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მკვლელობას ეხმაურება და წერს, რომმოძალადეებს უნდა დაშორდნენ ცოლები.

"როვინციული პაპიზმის შემოქმედმა კერპმა პატრიარქმა კი ადღესასწაულა ერი 17 მაისს "ოჯახის სიწმინდის დღეს", მაგრამ დღეს ქმარმა სასტიკად მოკლა ცოლი საჯაროდ და შვილების თვალწინ. და ეს უბედურება ლამის ყოველდღიურობად იქცა საქართველოში.

ერთადერთი გამოსავალია ქალებმა აუცილებლად დატოვონ ქმარი და განქორწინდნენ, თუ ის მოძალადეა. ხშირად საეკლესიო პირები და ახლობლები უჩიჩინებენ ქალებს, რომ განქორწინება ცოდვაა. სინამდვილეში კი ნაძალადევი ოჯახია ცოდვა და უბედურება. არც სიყვარული ამართლებს ასეთ ერთობას და არც არაფერი. მართალია ქართულმა ფსევდო სამართალმა ადამიანის სიცოცხლე 13-17 წლის პატიმრობის ფასად მიიჩნია, მაგრამ სინამდვილეში სიცოცხლე შეუფასებელი და აუნაზღაურებელი ფასეულობაა.

ამიტომ, ქალბატონებო, დაიცავით თავისუფლება, თქვენი უფლებები და საკუთარი სიცოცხლე, ნუ აკვლევინებთ თავებს ამ პირუტყვ კაცებს; სახელმწიფო, ეკლესია, საზოგადოება, ახლობლები თქვენ ვერ გიცავენ. საქართველოში დღეს ქალი ყველაზე მოწყვლად არსებად იქცა", - წერს ილია ჭიღლაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა