თეგებით ძიება

"ვიდრე პირს გააღებთ... დაეშვით მიწაზე... " - ირმა ინაშვილი თაკო ჩარკვიანს

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი, ირმა ინაშვილი "კანონი და სამართლის" ხელმძღვანელს, თაკო ჩარკვიანს სოციალურ ქსელში მიმართავს:

"როგორც წესი, არავის არ ვეხები, ვიდრე თავზე კოცონს არ დაინთებენ ხოლმე. დიდიხანია მოთმინებით ვუსმენ და ვკითხულობ თაკო ჩარკვიანის გამოხტომებს ჩვენთან და ჩვენი პარტიის წევრებთან მიმართებაში და ახლა მინდა, რომ ძალიან მოკლე კომენტარით შემოვიფარგლო: ქალბატონო თაკო, ვიდრე პირს გააღებთ (რომელსაც აშკარად ვერ აკონტროლებთ) და მალხაზ თოფურიას გალანძღავთ, იქნებ კეთილისმსურველებმა აგიხსნან, რომ ფეიკგვერდის პოსტებს ეხმიანებით. მალხაზ თოფურიას არ ეკუთვნის ის აზრები, რის გამოც ლამის ლინჩის წესით გაასამართლეთ. შინაგან საქმეთა სამინისტრო იკვლევს ამ ყალბი გვერდის შექმნის საკითხს. უბრალოდ, არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ უკვე იმ სტადიაში ბრძანდებით, როცა ავატარებს ელაპარაკებით და მოღალატეებად აცხადებთ. დაეშვით, ქალბატონო თაკო, დაეშვით მიწაზე... რეალობაში დაეშვით, თორემ ჩვენც ვიცით პოსტების წერა", - წერს ინაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა