თეგებით ძიება

"მსგავსი ტიპის სისულელეებისგან თავი შეიკავეთ, ამას წესით მღვდლები უნდა აკეთებდნენ" - რას წერს დომენიკ მანგო?

სამოქალაქო აქტივისტი, დომენიკ მანგო ახალი ინიციატივით გამოდის, რაც ბიბლიის განხილვის საღამოების მოწყობას გულისხმობს.

"მეგობრებო, ალბათ გახსოვთ. ჯერ კიდევ უკრაინიდან დავწერე პოსტი, რომ როდესაც საქართველოში ჩამოვიდოდი, ვაპირებდი ბიბლიის განხილვის საღამოების მოწყობას. ამ საღამოებზე წავიკითხავთ და გავაშინაარსებთ ბიბლიას, გავაანალიზებთ მეტაფორებს. ახლა უკვე საქართველოში ვარ და ვუბრუნდები ამ იდეას. ვისაც სურვილი გაქვთ მოხვიდეთ შეხვედრაზე, დაპლიუსდით კომენტარებში, რომ წარმოდგენა მქონდეს თქვენს შესახებ. შემდეგ უკვე მე თვითონ მოგწერთ და მოგიწვევთ.????

P.S კომენტარებში "იიი სექტა ხართ", "იიი იაღოველები" და მსგავსი ტიპის სისულელეების დაწერისგან თავი შეიკავეთ. ბიბლიის განხილვა არც სექტობაა და არც იაღოველობა! ამას წესით მღვდლები უნდა აკეთებდნენ ეკლესიებში.

ისევ P.S შეხვედრაზე შეგიძლიათ თან იქონიოთ თქვენი ბიბლიაც." - წერს სამოქალაქო აქტივისტი.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა