თეგებით ძიება

"უკრაინის მხარეს აქტიურად იბრძვიან (არაკადიროველი) ჩეჩნები, ამ ბიჭებმა უნდა აღადგინონ ჩეჩნეთის დამოუკიდებლობა" - ზურაბ ბატიაშვილი

ექსპერტი, ზურაბ ბატიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინის მხარეს არაკადიროველი მებრძოლი ჩეჩნების შესახებ წერს.

"უკრაინის მხარეს აქტიურად იბრძვიან (არაკადიროველი) ჩეჩნები.
ჯოხარ დუდაევის ხაზის გამტარებელი ლიდერი ახმედ ზაკაევი კიევში ჩავიდა სწორედ ამ ბიჭებთან მოსალაპარაკებლად.
გეგმა მარტივია - ამ ბიჭებმა უნდა აღადგინონ ჩეჩნეთის დამოუკიდებლობა. გეგმის შესრულების ალბათობა კი პირდაპირ კავშირში იქნება უკრაინასთან ომში რუსეთის დამარცხების ხარისხთან.

რაც უფრო გამანადგურებელი იქნება იქ რუსეთის დამარცხება, მით უფრო მეტად გაუჭირდება მას ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება.
ამიტომ, რა თქმა უნდა, ვგულშემატკივრობთ რუსეთის კრახს და ჩეჩნეთის დამოუკიდებლობას!", - წერს ექსპერტიექსპერტი.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა