თეგებით ძიება

"უკრაინის კონტექსტში წამდაუწუმ მხვდება სიტყვები "ფეხები გააშლევინა", "წაკუზა" და ათასი სხვა ასეთი გამოვლინება გაუპატიურების კულტურისა" - რას წერს ბაია პატარაია?

უფლებადამცველი, ბაია პატარაია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"უკრაინის კონტექსტში წამდაუწუმ მხვდება სიტყვები "ფეხები გააშლევინა", "წაკუზა" და ათასი სხვა ასეთი გამოვლინება გაუპატიურების კულტურისა (rape culture).
ამიტომ გადავწყვიტე, არ დავიზარო და უცნობ-ნაცნობებს მივუკომენტაარო: "გამარჯვება=გაუპატიურებას?!"
თუ ბევრნი შევეცდებით ხაზგასმას და მითითებას, ადამიანები თავადაც დაფიქრდებიან, იგრძნობენ უხერხულობას და ნელ-ნელა შეწყვეტენ ამ ფრაზების ტირაჟირებას.
მე ჩემ ბაბლზე ვიღებ პასუხისმგებლობას, თქვენც თუ თქვენსაზე აიღებთ, მალე წესიერი ადამიანები საკუთარ ლექსიკას დაუკვირდებიან და აღარ გაუტოლებენ გამარჯვებას გაუპატიურებას.
გთხოვთ, არ დაიზაროთ დანერგეთ და გააზიარეთ
ეს არ არის ვინმესთვის ზრდილობის სწავლება, ესაა გაუპატიურების კულტურასთან ბრძოლა!
ენა ჩვენ აზროვნებას განაპირობებს!
ენა მნიშვნელოვანია!", - წერს პატარაია.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა