თეგებით ძიება

"ქაშვეთის ეკლესიის სანთლის და სხვა გასაყიდ ნივთთა შემოსავალს მთლიანად შიოლაშვილის ოჯახი აჯდა" - დეკანოზი

დეკანოზი, ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"ქაშვეთის ეკლესიის სანთლის და სხვა გასაყიდ ნივთთა შემოსავალს მთლიანად შიოლაშვილის ოჯახი აჯდა, რაც წლიურად ასიათასობით მანეთს, შემდგომ ლარს მოიცავდა, ნთქავდნენ აღუწერელად და მოუკითხავად, არც ტაძარს, არც მღვდლებს კაპიკი არ რჩებოდა. ხოდა მახსოვს, წინამძღვარ სოგრატის ფარული ნებართვით მისი ფავორიტი, ანჩხლი ნათელა ჩუმად ყიდდა ხოლმე სანთელს ტაძრის შიგნით, ფარული სასანთლიდან, რომელიც ხატის კიოტში (სახატე ვიტრინა) ჰქონდა ხოლმე უჯრის სახით, სანთლით სავსე, რომელსაც ოპერატიულად გამოაღებდა და ხურავდა, თან აქეთ-იქით იყურებოდა, შიოლაანთ მზვერავებმა არ გამფაქტონო და შინაურებზე, ნაცნობ მრევლზე ჰყიდდა. ასე აცლიდნენ "საწყალ" შიოლაშვილებს ჯიბიდან ფულს", - წერს ჭიღლაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა