თეგებით ძიება

"ჩემო ნიკა და ჩემო გიორგი, მინდა, გთხოვოთ დაგვიბრუნდეთ! არ გაქვთ უფლება ძალიან მალე არ დაუბრუნდეთ!...მაკლიხართ!" - ნინო ზამბახიძე

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნინო ზამბახიძე სოციალურ ქსელში ტელეწამყვან ნიკოლოზ წულუკიძესა და მწერალ გიორგი კეკელიძეს მიმართავს:

"სიზმარი წლებია არ მინახავს და გუშინ ერთდროულად ნიკა წულუკიძე და გიორგი კეკელიძე დამესიზმრა , ვიცი რატომაც მაგრამ ამას არ ააქვს მნიშვნელობა ახლა. რასაც სიზმარში ვეუბნებოდი ორივეს ახლა ცხადში მინდა ვუთხრა:

ჩემო ნიკა და ჩემო გიორგი, მე როგორც ერთ რიგით მოქალაქეს რომელიც თანაზიარია თქვენ ირგვლივ, თქვენში თუ თქვენს გარშემო არსებული მძიმე მდგომარეობისა, მაინც მინდა გთხოვოთ იპოვოთ ძალა და ჩვენ ვისთვისაც თქვენ მნიშვნელოვანი ადამიანები ხართ დაგვიბრუნდეთ!
მაკლიხართ!

მაკლიხართ ის ადამიანები ვინც ულევ სითბოს ემოციას ენერგიას და სიყვარულს აფრქვევთ, უანგარო სიკეთეს გასცემთ, იმ ბევრ უარყოფითში თქვენი საქმით ნათელ სხივებს რომ წარმოადგენთ ეგეთები მაკლიხართ! ხოდა არ გაქვთ უფლება არც თქვენ თავთან, არც თქვენ ოჯახთან, არც ჩვენთან მეგობრებთან და არც იმ ათასობით გულშემატკივარ ადამიანებთან რომლებიც ასე გელოდებიან რომ ძალიან მალე არ დაუბრუნდეთ!", - წერს ნინო ზამბახიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა