თეგებით ძიება

"ზუსტად იმ მეთოდით გაიმეორებენ მანიაკი კაცები მომდევნო ფემიციდს" - ბაია პატარაიას გაფრთხილება

ქალთა უფლებადამცველი, ბაია პატარაია თბილისში დღეს მომხდარ ფემიციდის მორიგ შემთხვევას, სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"და წავიდა ჯაჭვური რეაქციააა... თბილისში კაცმა ცოლი ავტობუსის გაჩერებასთან დაჭრა...
ბევრს იქოთქოთებთ ჟურნალისტები და ზუსტად იმ მეთოდით გაიმეორებენ მანიაკი კაცები მომდევნო ფემიციდს.
- აბა, ფემიციდის გაშუქება არ გინდა, ბაია პატარაია????
- თუ არ იცით, როგორ გააშუქოთ, მირჩევნია არ გააშუქოთ! როგორ გააშუქოთ რომ არ იცით არც ერთმა - ფაქტია.
იქოთქითეთ და ივიშვიშეთ და თუ საკმარისად ბრუტალურად აღწერთ, გასამდება კიდეც... ვაი, ჩვენს პატრონს უბედურს...", - წერს ბაია პატარაია.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა