თეგებით ძიება

"მედიასაშუალებებით არ უნდა გაშუქდეს ქალთა მიმართ ძალადობის, მკვლელობის და სუიციდის შემთხვევები" - თამაზ ლომიძე

დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მედიაში ძალადობის ფაქტები არ უნდა შუქდებოდეს.

"მედიასაშუალებებით არავითარ შემთხვევაში საჯაროდ არ უნდა გაშუქდეს ქალთა მიმართ ძალადობის, მკვლელობის და ასევე სუიციდის შემთხვევები. ეს არის კატეგორიულად დაუშვებელი. უბედურებაა, მაგრამ ქართველები ამისგან ვქმნით მხოლოდ სანახაობას, ვაი-ვიშს და რეალურად არანაირი შედეგი ამ გაშუქებას არ მოაქვს. ემოცია გვგონია საკმარისი, ვიქოთქოთებთ და ვთვლით, რომ პრობლემა მოგვარდა. სინამდვილეში კი გადამდები და წამახალისებელი ეფექტი აქვს ამას და ყველა ასეთ გაშუქებას მოჰყვება ხოლმე ახალი ძალადობის შემთხვევები. უკვე წლებია ასე ხდება. გავიგეთ, რომ დაუშვებელია. ახლა საჭიროა სახელმწიფომ დაგეგმოს და განახორციელის ის მეთოდები, რაც ცივილიზირებულ სამყაროში კეთდება ასეთი ძალადობის პრევენციისთვის", - წერს თამაზ ლომიძე.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა