თეგებით ძიება

"ასეთი გადაწყვეტილება ევროკავშირში შესვლასთან კი არ დაგვაახლოებს, არამედ დაგვაშორებს" - გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი, გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ოპოზიციამ და საზოგადოებამ ევროკავშირს უნდა თხოვოს საქართველოსთვის წევრობის კანდიდატობის მინიჭება, მიუხედავად შესაბამისი პირობების შეუსრულებლობისა, თუ პოლიტიკური განუკითხაობისა და აი რატომ:

კანდიდატობის მინიჭება ხელისუფლებას შეუქმნის განცდას, რომ ყველაფერს სწორად აკეთებს, მას ყველაფერი ეპატიება და თავისი თინეიჯერული ბუნებიდან გამომდინარე, კიდევ უარსებს იზამს.

შესაბამისად, ასეთი გადაწყვეტილება ევროკავშირში შესვლასთან კი არ დაგვაახლოებს, არამედ დაგვაშორებს.
შეგახსენებთ, რომ თურქეთი 1999 წლიდან არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი.

ასე რომ, ევროკავშირთან გაახლოებს არა იმდენად კანდიდატობის სტატუსი, რამდენადაც შესაბამისი რეფორმები.
საზოგადოების ფუნქცია, რეფორმების და არა კანდიდატობის მოთხოვნაა.

ჯანსაღი საზოგადოება ასე აზროვნებს - უნდა მიიღო დამსახურებულად და არა მუქთად, მექანიკურად…", - წერს გია ხუხაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა