თეგებით ძიება

"გვინდა მოგეშველოთ მცირე ძღვენით! ბერი ვარ…" - ვინ შესთავაზა დახმარება გიგა მაქარაშვილს?

სამოქალაქო აქტივისტს, გიგა მაქარაშვილს, რომელიც უკრაინაში ქართველი ხალხის სახელით სკოლასა და ბაღის მშენებლობის პროექტს ანხორციელებს, საქართველოდან სასულიერო პირები დაუკავშირდნენ და დახმარება შესათავაზეს.

"ამ თვეში რამდენჯერმე შევცვალე ნომერი.
ჯერ უკრაინული მქონდა, ახლა პოლონური… ისედაც სულ ინტერნეტით მაქვს კავშირი ყველასთან და ქართულმა ნომერმა რომ
დარეკა ძალიან გამიკვირდა ????
- გამარჯობათ, გიგა ხართ?
- გამარჯობა, გიგა ვარ!
-გაგახარებს ღმერთი ძმაო, კარგია რომ მიპასუხე - სითბო შეეტყო ხმაში ალბათ 40 წლამდე კაცს.
-იცოცხლე ძმობილო, რით გემსახურო? ამ სიტყვას (ძმობილო) ისედაც ხშირად ვიყენებ, განსაკუტრებით თუ სახელი არ ვიცი.
-შენ არა, ჩვენ გვინდა მოგეშველოთ მცირე ძღვენით!
-ვახ, დიდი მადლობა ძმაო - არ დავბნეულვარ, მსგავსი შინაარსის ათეულობით წერილი მომდის ყოველ დღე. სახელი მაინც მითხარი, როგორ მოგმართო?
-საბა მქვია, ნათლობის სახელიც და ერისკაცობისაც. რეგიონიდან (შეგნებულად არ ვასახელებ) გირეკავ, ბერი ვარ… პაუზა გააკეთა, ზუსტად იცოდა დავიბნეოდი.
-მამა საბა უნდა დაგიძახო? თითქოს არ შევიმჩნიე დაბნეულობა.
-ტოლები ვართ მე და შენ, თან უბრალო ბერი ვარ, საბას თუ დამიძახებ უფრო გამოხარდება. გულწრფელი იყო საბას ლაპარაკი, სასიამოვნოდ მართალი.
-კარგი საბა, აბა გისმენ?!
-აქეთ ორი მომასტრის ბერები შევიყარეთ ნიკოლოზობას. უკრაინაზე ვლაპარაკობდით და მოვიფიქრეთ რაც თაფლს შევაგროვებთ მთლიანად ბუჩაში გაგატანოთ
აი აქ ისეთი ჟრუანტელი წამოიღო, კაი ხანია მსგავსი არაფერი მახსოვს.
-ვაახ, როგორ გამახარე კარგო კაცო, ბევრს ნიშნავს შენი ზარი ჩემთვის - დიდი ხნის წინ ნაჩხუბარ მეგობარს რომ უცბად შეურიგდები, ეგ შეგრძნება მქონდა.
-კარგი კაცი ხარ გიგა, ძმაო. ლოცვას აქედან არ მოგაკლებთ, თაფლი ბავშვებს წაუღე და თუ ღმერთმა ინება, იქნებ მშენებლობაშიც მოგეხმაროთ!
როუმინგზე ლაპარაკი ძვირია და საუბარიც მალევე შეწყდა…
ოქრო საქმეების კეთებას, ახალი, ოქრო ადამიანების პოვნა ახლავს თან
ჩემო კარგო ქვეყანავ ????????
ნომერი საიდან გაიგო მაგას ვერ მივხვდი ", - წერს მაქარაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა