თეგებით ძიება

"მთელი დღე ითხოვდა ფეხი გამისწორეო, მარჯვენა ფეხიო… რა ვუპასუხო…როგორ ავუხსნა, რომ მეორე ფეხი აღარ აქვს, რომ წელამდეა გადაჭრილი ჩემი პატარა" - დათის დედა

თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 წლის დათი ქოქრაშვილი დედა, ქრისტინე მამუკაშვილი სოციალურ ქსელში დათის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე წერს.

„დათი გუშინ მთელი დღე ითხოვდა, ფეხი გამისწორეო, მარჯვენა ფეხიო… რამდენჯერმე მივედი და გავუსწორე ის ერთი ცალი, რაც დაგვრჩა

მიკონკრეტებს ეგ არა, მეორეო

არ ვიცი, რა გავაკეთო… რა ვუპასუხო…როგორ აუხსნა, რომ მეორე ფეხი აღარ აქვს, რომ წელამდეა გადაჭრილი ჩემი პატარა

ნახევარი ბავშვი მიწევს საწოლზე და გული მისკდება რომ ვუყურებ“, – წერს დათის დედა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, 8 წლის მოზარდს ავტომობილი 31 მარტს, დილით დაეჯახა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა