თეგებით ძიება

"პანიკას არ აყვეთ, "მაიმუნის ვირუსის“ გამო არავინ აპირებს ლოკდაუნების გამოცხადებას" - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში "მაიმუნის ვირუსის“ შესახებ საუბრობს.

"კარგი ამბავი, დაწყნარდით! მაიმუნის ყვავილის ვირუსი 17 ქვეყანაში (აფრიკა არ ითვლება, იქ ეს ვირუსი სულ იყო და, სავარაუდოდ, იქნება. იქ ამ ვირუსის გარდა კიდევ ბევრი ვირუსებია, ეს ისე) გავრცელდა (ნახეთ ბოლო მონაცემები სურათზე) და არც ერთი გარდაცვალება არ დაფიქსირებულა, დღეის მდგომარეობით (ამ 17 ქვეყანაში)

პანიკას არ აჰყვეთ! შეირგეთ ზაფხულის მზე! არავინ აპირებს ლოკდაუნების გამოცხადებას ამ ვირუსის გამო! ჯანმრთელობას გისურვებთ“, - წერს ექსპერტი.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა